დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

საბჭო ქედის მუნიციპალიტეტის მერის 05.02.2020 წლის N148 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და მის შემადგენლობაში 15 წევრია: მათ შორის 3 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და 2 მოქალაქე.

საბჭომ დღის-წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხზე იმსჯელა: პროექტის განხორციელების წესის, სამოქმედო გეგმისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ.

სხდომას მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე თავმჯდომარეობდა. შეგახსენებთ, GIZ-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტი - „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ 2020 წელს დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში (ჭინკაძეები, ჭალახმელა, დოლოგანი) განხორციელდება, რისთვისაც 300 000 ლარია გამოყოფილი.