მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს წევრმა სოფიო ხაბაზმა, დღეს საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.

შეხვედრაზე განიხილეს პროგრამის საინფორმაციო კამპანიაში საბჭოს წევრების აქტიური ჩართულობის აუცილებლობა, დაიგეგმა მიზნობრივი შეხვედრები სოფლად მცხოვრებ ქალებთან (დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში), ახალგაზრდებთან, შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან, მოწყვლად ჯგუფებთან, პედაგოგებთან და მედიკოსებთან.

საბჭო უახლოეს დღეებში დაგეგმილი კამპანიის განხორციელების კალენდარზე იმსჯელებს.