მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს წევრებმა, პირველი მიზნობრივი შეხვედრა ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრებთან გამართეს და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

საინფორმაციო შეხვედრაზე, საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ტაკიძემ ხანდაზმულებს გააცნო იდეების წარდგენის პროცედურები, ვადები, ბიუჯეტი, განხორციელების გზები და პროგრამის ყველა შესაძლო სიკეთე, რითაც 2020 წლიდან ადგილობრივები ისარგებლებენ.

შეხვედრის დასასრულს კლუბის წევრებმა მზაობა გამოთქვეს აქტიურად ჩაერთონ პროგრამაში და საერთო იდეა-პროექტი წარმოადგინონ.