თარიღი: IX-X საუკუნეები

მისამართი: სოფელი დანდალო

დანდალოს ხიდი ბათუმი - ხულოს საავტომობილო გზის მახლობლად ამავე დასახელების სოფელში მდებარეობს. ხიდი თხელი თაღით და დახვეწილი პროპორციებით გამოირჩევა. იგი ვულკანური წარმოშობის კლდის თლილი ქვით კირის დუღაბზეა ნაშენი. ბურჯები კლდეზეა აღმართული, მათზე შემორჩენილია ხარაჩოების ბუდეების ფოსოები. დანდალოს ქვის თაღიანი ხიდი საქართველოს ქვის თაღიან ხიდებს შორის სანიმუშო ძეგლადაა მიჩნეული.