ქედის ტერიტორიაზე ქვაში ნაკვეთი შვიდი უძველესი საწნახელია აღმოჩენილი. კერძოდ: ზუნდაგაში, ძენწმანში, სამი ორცვაში, ოქტომბერში, აქუცაში (ამჟამად ღვინის სახლშია გადატანილი) და კოკოტაურში. საწნახელების ამ რაოდენობით არსებობა ჩვენსკუთხეში მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე მიანიშნებს. მასშტაბურია ძენწმანის ქვაში ნაკვეთი საწნახელი, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა სახის სარიტუალო ადგილი.