новости

საკრებულოში 2019 წლის პირველი მორიგი სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა (RU) title=

საკრებულოში 2019 წლის პირველი მორიგი სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა (RU)

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, 2019 წლის პირველ მორიგ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ შუქრი თურმანიძემ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. თავმჯდომარემ ისაუბრა საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებზე, საკრებულოს წევრების ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მოქალაქეთა როლის გაზრდაზე.

- უკვე დაწყებულია და მთავრობას გაწერილი აქვს 2019-2025  წლების სტრატეგია ხელისუფლების დეცენტრალიზაციის შესახებ. მმართველობის ეს სტილი მიღებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საშუალებას მოგვცემს ჩვენ
თვითონ განვსაზღვროთ მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებები. ამ შემთხვევაში ხდება მუნიციპალიტეტის უზრუნველყოფა, როგორც ფინანსური ისე მატერიალური საშუალებებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის 01 იანვრიდან ძალაში შევიდა მუნიციპალიტეტის დაფინანსების, კერძოდ დღგ-ს განაწილების ახალი წესი, რამაც საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაზრდილიყო წლიური ბიუჯეტი. ეხლა მიდის მსჯელობა საშემოსავლო გადასახადის პროპორციულად განაწილების პრინციპის შესახებ, რაც კიდევ უფრო მოგვცემს საშუალებას ბიუჯეტი იყოს უფრო მზარდი - აღნიშნა შუქრი თურმანიძემ.

  საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მოისმინეს მოქალაქე დავით ანანიძის მიერ წარდგენილ ელექტრონულ პეტიციაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს ზვარის ადმინისტრაციულ ცენტრში ეკლესიის მიმდებარედ ტერიტორია კეთილ მოეწყობა და განთავსდება დასასვენებელი სკვერი.სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილიებით ქედისმუნიციპალიტეტის საკრებულოში ორ ნორმატიულ აქტზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

Все новости