ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 29 ივნისს გაიმართა №01-07/10 მორიგი სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, სხდომას 24 წევრიდან ესწრებოდა 20. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი განიხილა.

სხდომაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა სულიკო ჩხიკვაძემ ხუთი საკითხი წარმოადგინა, რომელიც ხმათა უმრავლესობით იქნეა მიღებული:

1) ,,ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

2) ,,ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს, აღნიშნული დადგენილების პროექტიც ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული;

3) ,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

4) ,,ქედის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

სხდომაზე მე-5 საკითხს წარმოადგენდა ,, ,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

მე-6 და მე-7 საკითხებად კი საკანონმდებლო ორგანოში განიხილეს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი და ,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც საკრებულოს აპარატის უფროსმა მუხრან სალაძემ წარადგინა.

მე-8 საკითხად საკრებულოს წევრებმა განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მზია მამულაძის მიერ წარმოდგენილი ,,სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლისთვის - სსიპ შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლის სახელის მისანიჭებლად თანხმობის მიცემის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყო საჯარო სკოლისთვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის N194-ე ბრძანებით გათვალისწინებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტთან, რომლის მიხედვითაც სკოლას შეიძლება მიენიჭოს სახელი მხოლოდ სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის, აგრეთვე ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის (შემდგომში – გამოჩენილი ადამიანი) სახელი, რომლის გარდაცვალების დღიდან გასულია სულ მცირე 20 წელი;

საკრებულოს სხდომაზე მე-9 საკითხი „სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლისთვის - სსიპ რამინ ბერიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლის სახელის მისანიჭებლად თანხმობის მიცემის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული, სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ავთანდილ შანიძემ წარადგინა, აღნიშნული განკარგულებაც აკმაყოფილებდა ზემოთ განხილული მინისტრის ბრძანების ა ქვეპუნქტს, კერძოდ რამინ ბერიძე იყო ომის ვეტერანი და მან წვლილი შეიტანა სამშობლოს დაცვის საქმეში.

საკრებულოს მორიგ სხდომაზე ბოლო, მე-11 და მე-12 საკითხებად განხილული იქნა „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი და ,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. აღნიშნული საკითხებიც საკრებულოს წევრების მიერ დადებითად იქნა გადაწყვეტილი.